სამტრედიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სივრცე გაიხსნა

სამტრედიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სივრცე გაიხსნა

  • 2021-04-08 14:43:57

სამტრედიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სივრცე გაიხსნა.

თამარ მეფის ქუჩაზე, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარეკრეაციო ზონა და დასასვენებელი პარკი მოეწყო.

პარკში ეროვნული გმირების, გურამ გაბესკირიას და ჟიული შარტავას ბიუსტები განთავსდა

აღნიშნული პროექტი, სამტრედიის მუნიციპალიტეტისთვის 2020 წლის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რომელიც ევროკავშირის გრანტის ფარგლებში 536 600 ლარით დაფინანსდა.

იმერეთში, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (სრიგპ) ფარგლებში დაფინანსებულ პროექტის გახსნას, სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, საქართველოში ევროკავშირის ოფისის პროექტების განყოფილების უფროსი სიგრიდ ბრეტელი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

იხილეთ ვიდეო 

მსგავსი პოსტები