ქუთაისს ახალი მუნიციპალური ავტოპარკი ექნება.
ავტოპარკში ეწყობა ღია სადგომი 80 ავტობუსისთვის, ადმინისტრაციული და ტექნიკური მომსახურების სერვის-ცენტრის შენობები.
რეგიონებისთვის განკუთვნილი 175 ახალი, EURO 5-ის თანამედროვე სტანდარტების ავტობუსიდან ქუთაისს უკვე გადაეცა 60 ერთეული ავტობუსი.
ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 175 ავტობუსი უკვე გადასცა 6 ქალაქს.
რუსთავს - 40, გორს - 30, ზუგდიდს - 25, თელავსა და ფოთს 10-10 ავტობუსი.
პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მოიცავდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის თანამედროვე სტანდარტების ავტობუსების შეძენას. კონტრაქტის საერთო ღირებულებამ 18.7 მილიონი ევრო შეადგინა.
ავტოპარკის სამშენებლო სამუშაოები 2021 წლის გაზაფხულის ბოლოს დასრულდება.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.