უწყვეტი წყალმომარაგების მასშტაბური პროექტის სამუშაოებმა ანაგასა და ვაქირის შემდეგ ბოდბისხევში გადაინაცვალა. ამ დროისთვის 3 კილომეტრი სიგრძის ქსელი უკვე მოეწყო.
აღნიშნულ სოფელში ერთიანად სულ 40 კილომეტრის დაქსელვა იგეგმება, რაც მთლიანი სოფლის 24 საათიანი წყლით მომარაგებას გულისხმობს.
გარდა ამ სამუშაოებისა, დაგეგმილია მარეგულირებელი ურდულების და საქლორატორის მოწყობა, რაც შემდგომში ქსელის ექსპლოატაციას ბევრად პრაქტიკულს გახდის და მოსახლეობისთვის მიწოდებული წყალი უსაფრთხო და ხარისხიანი იქნება.
სოფელ ბოდბისხევში წყალმომარაგების სამუშოები 4 თვეში დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ წყალმომარაგების პროექტი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ცამეტ სოფელს: ნაგას, ვაქირშს, მაშნაარს, საქობოს, ბოდბისხევს, ჯუგაანს, ტიბაანს, ქვ.მაჩხაანს, ბოდბეს, ქვ.მაღაროს, ილიაწმინდას, ხორნაბუჯსა და ხირსას მოიცავს.
პროექტის ღირებულება 35 მილიონი ლარია. მისი დასრულების შემდეგ მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.