სოფელ სიქთარვისა და ჩხარი-ეწრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

სოფელ სიქთარვისა და ჩხარი-ეწრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

  • 2021-04-19 13:59:58

თერჯოლის მუნიციპალიტეტში , სოფელ სიქთარვისა და ჩხარი-ეწრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერი, ლაშა გოგიაშვილი, მოადგილესთან, მირზა ქოჩიაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საგზაო სამუშაოების მონიტორინგის მიზნით სოფელ სიქთარვაში იმყოფებოდა, სადაც მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაციას გაეცნო და დამატებითი საჭიროებების შესახებ ისაუბრა.

ამ ეტაპზე, სიქთარვა ჩხარი-ეწრის დამაკავშირებელი გზის გარკვეულ მონაკვეთზე, მიმდინარეობს ასფალტის დაგება.

გზის სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით ფანჩულიძეების უბნის მიმართულებით მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება შეზღუდულია.

სიქთარვა ჩხარი-ეწრის დამაკავშირებელი გზის პროექტი გარდამავალია და მომავალ წელს დასრულდება, პროექტის ფარგლებში მოეწყობა 4 ,3 კმ-იანი გრძივი მონაკვეთის საავტომობილო გზა. პროექტის სრული ღირებულება 1 105 000 ლარია.

აღნიშნული პროექტის სამშენებლო სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შპს ,,ბორანი“ ახორცილებს.

.

მსგავსი პოსტები