სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე და სამომავლოდ დასაგეგმი მასშტაბური პროექტები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა , სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის , ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
ქ. ახალციხეში, ხელოვნური ტბის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ტბასთან მისასვლელი გზა, პარკინგი, სპორტული მოედნები, სკვერი, საბავშვო გასართობი ატრაქციონები, ველო და საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა
ახალი რეკრეაციული ზონა ახალციხელებისა თუ ჩამოსული სტუმრებისათვის კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდება
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, მისი ღირებულება 1.8 მილიონი ლარია
„მიუხედავად პანდემიისა, რეგიონში წელსაც აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. 2021 წელს სამცხე-ჯავახეთში 19 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდება, რაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. ყველა ის მასშტაბური პროექტი, რომელიც დაიგეგმა რეგიონში წარმატებით დასრულდება. მუნიციპალიტეტის და რეგიონის ხელმძღვანელობა ყოველდღიურ რეჟიმში აკონტროლებს მათ შესრულებას. მნიშვნელოვანია, რომ პროექტები მრავალფეროვანია და მოიცავს გზების, ბაღების, სკოლების, სკვერების, სპორტული მოედნების, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობას. ყველა პროექტი მორგებულია რეგიონის საჭიროებებს“,-განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა სამუშაოების გაცნობის შემდეგ.