ქობულეთის მუნიციპალიტეტში, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი საგზო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას ახორციელებს.
აჭყვისთავი-ჩეხედანა-ლეღვას და სოფ.ქობულეთი-ქათამაძეები-ალამბრის მეურნეობის საავტომობილო გზებზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ორივე მიმართულებით ეწყობა ასფალტო-ბეტონის საფარი, სხვადასხვა ტიპის ხელოვნური და დამცავი ნაგებობა.
ამ ეტაპზე მიწის ვაკისის მოწყობისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
საგზაო სამუშაობს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძრვანელი ზაზა შავაძე, ქობულეთის მერის მოადგილეები ლევან ზოიძე და დავით ვერულიძე, ქობულეთისა და მახინჯაურის მაჟორიტარი დეპუტატები საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში ზაალ მიქელაძე და ცოტნე ანანიძე გაეცნენ.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.