წეროვანსა და ძველ ქანდაში სამედიცინო ამბულატორიების რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. აღნიშნული მშენებლობებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო თანხა, რომლის სახელშეკრულებო რაოდენობა 214 100 ლარია.
წეროვანში პროექტის ფარგლებში რეაბილიტაციას დაექვემდებარა შენობის ყველა ელემენტი სასმელი წყლის, საკანალიზაციო, გათბობისა და ელექტროქსელების ჩათვლით. მოხდა შენობის გადახურვა. ძველი კარ-ფანჯარა შეცვლა ახლით, დაიგო ლამინატის იატაკები, ნაწილი მოპირკეთდა ბაზალტისა და გრანიტის მასალით, გაკეთდა პლასტიკატის ჭერი, განახლდა კიბის უჯრედი. პროექტის ღირებულება 120 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „მანგორი“ ასრულებს.
ძველ ქანდაში კი ახალი სამედიცინო ამბულატორია აშენდა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის ადაპტირებული გარემოა. დასრულდა შიდა მოპირკეთება. მოეწყო საპროცედურო, ექიმის კაბინეტი და სველი წერტილები. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,, Nთშ“ ახორციელებდა.
წეროვნისა და ძველი ქანდის სამედიცინო ობიექტების გახსნის შემდეგ აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლის მოსახლეობა გაუმჯობესებულ სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.