ლენტეხი-ბავარის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
პროექტის სამუშაოები დღეს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, პაპუნა მარგველიძესთან, ადგილობრივი ხელისუფლების და პროექტის განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მოვინახულე.
ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ლენტეხი - ბავარის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის, კერძოდ კმ1-კმ7 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებში დაგეგმილია, მოეწყოს 18 სმ-ის სისქის და ზოგ ადგილებში მაქსიმუმ 6მ-ის სიგანის ბეტონის საფარი.
აღნიშნული პროექტის განხორციელება გასული წლის 10 დეკემბერს დაიწყო და დასრულება მიმდინარე წლის 30 ნოემბერსაა დაგეგმილი.
პროექტს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, შპს ‘’აპია’’ ახორცილებს და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებად 4 944 699 ლარია განსაზღვრული.
ლენტეხი-ბავარის გზა, ამ ორი დასახლებული პუნქტის დამაკავშირებელი ერთადერთი საშუალებაა, შესაბამისად მის გამართულად ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა ექნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.