რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისა და ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის პროექტების განხორციელებას აგრძელებს.
აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ ძველი ხიბულას 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის, სადაც ახალი სისტემები შენდება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონზე მეტი მოხმარდება.
სამუშაოების პროგრესს ინფრასტყრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან მალხაზ თორიასთან და წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო და კონტრატორისგან მიიღო დეტალური ინფორმაცია პროექტით გათვალისწინებულ შემდეგ სამუშაობზე.
"სოფელ ხიბულაში ჩვენი სამინისტრო მუშაობს ორი მიმართულებით, ეს არის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა და გზების დაგება. ამჟამად, წყლის პროექტის მშენებლობის 50% უკვე შესრულებულია. მოეწყო 13 კმ-მდე ქსელი, კეთდება რეზერვუარი და ღია წყალაღების სისტემა. შეგვიძლია ვთქვათ რომ 2022 წლის გაზაფხულზე ეს პროექტი იქნება დასრულებული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასმელი წყლით ისარგებლებს სოფლის მოსახლეობა’- განაცხადა ილია ბეგიაშვილა.
დღეის მდგომარეობით, სოფელში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობს და მოსახლეობა ინდივიდუალურად მოწყობილი ჭებიდან მარაგდება.
პროექტის განხორციელება საბოლოოდ აღმოფხვრის სოფელში წლების განმავლობაში არსებულ პრობლემას და 300 -მდე ოჯახს სასმელი წყლის უწყვეტი მიწოდებით უზრუნველყოფს.