მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდში ახალი სკოლა აშენდა, შედეგად 100-ზე მეტი მოსწავლე სწავლას ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლაში გააგრძელებს, სადაც მათთვის ყველა სათანადო პირობაა შექმნილი.
ახალი სკოლა მცხეთის მუნიციპალიტეტის ვიცე მერმა გივი გიუტაშვილმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
დასრულებულია სკოლის შიდა ინტერიერის მოწყობა-მოპირკეთება. სკოლას აქვს თანამედროვე გათბობის სისტემა, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, სააქტო დარბაზი, ღია სპორტული მოედანი , სადაც მოსწავლეები ფეხბურთისა და კალათბურთის თამაშს შეძლებენ .შენობა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვისაც.
პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერაა დაფინანსებული და კომპანია „სპეცმონოლითი“ განახორციელა .
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.