ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ქვეყანაში და ონის მუნიციპალიტეტში ბოლო დროს შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
დღეს 14 მაისს, ონის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის, ასევე სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, წარმომადგენლები ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში, ასევე ა(ა)იპ საბავშვო ბაღში იმყოფებოდნენ და ადგილზე გაეცნენ სარეაბილიტაციო - სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
აღსანიშნავია, რომ ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში მიმდინარე სამუშაოებს შპს „ იერი“ ახორციელებს, ხოლო ა(ა)იპ საბავშვო ბაღში ამხანაგობა ,,დელტამშენი'.
ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები საქართველოში კორონავირუსული დაავადების (COVID-19) გავრცელებისას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით შემუშავებული, რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.