ზუგდიდში, ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში, ჩიქოვანის ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო.
კეთილმოეწყობა ჩიქოვანის ქუჩაზე N 40, N 40/2, N 36 და N38-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოები.
სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროს გიგა მელიასთან და ეგრისის მაჟორიტარ დეპუტატ დავით გახარიასთან ერთად გაეცნო.
,,ჩიქოვანის ქუჩაზე ოთხი ეზოს კეთილმოწყობა დავიწყეთ, რომლის ღირებულება 400 000 ლარზე მეტია. ვგეგმავთ აღნიშნული უბნის სრულ რეაბილიტაციას. უკვე აღდგა საავტომობილო გზები, დაგეგმილია დარჩენილი ეზოების კეთილმოწყობაც, რაც სრულიად ახალ ინფრასტრიქტურას შექმნის აღნიშნულ უბანში“-განაცხადა გიორგი შენგელიამ.
პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.