მეორე სვირში, ბრეგვაძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყო
სოფელ მეორე სვირის საუბნო გზა, რომლითაც ყოველდღიურ რეჟიმში 300 - ზე მეტი ადამიანი სარგებლობს, რეაბილიტაცია უტარდება.
პროექტის ფარგლებში, ბეტონის საფარი, გზის 1500 მეტრიან მონაკვეთზე მოეწყობა.
გზის კეთილმოწყობის სამუშაოები, ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ დაათვალიერა.
"სოფლად გზების მოწყობის სამუშაოებს აქტიურად ვახორციელებთ. მეორე სვირის საუბნო გზა, რომლის რეაბილიტაციას მიმდინარეობს, ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის ტაძართან აკავშირებს, ასევე ის არის სასაფლაომდე მისასვლელი გზის მონაკვეთი. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, მათ აღარ ექნებათ გადაადგილების პრობლემა საკუთარ დასახლებაში", - გიორგი გოგლიჩიძე
საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. გზის რეაბილიტაცია 337 775 ლარით არის დაფინანსებული.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.