ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქალაქ ბაღდათში აღმაშენებლის ქუჩის პირველი შესახვევის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
აღნიშნული გზის მონაკვეთი წლების მანძილზე არ განახლებულა.
ამორტიზებული იყო როგორც საავტომობილო ასევე საფეხმავლო გზა, რაც მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემებს უქმნიდა.
ამ ეტაპზე აღმაშენებლის ქუჩის პირველ შესახვევში რკინა-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს, მოეწყობა სანიაღვრეები და ცხაურები.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ბორი 85“ ასრულებს და მისი ღირებულება 105,950.00 ლარს შეადგენს, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.