ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევში მდინარე კორისწყალზე არსებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
მოსახლეობას სრულად რეაბილიტირებული ხიდი ზაფხულის ბოლოს ექნება.
აღნიშნული ხიდი სიძველის გამო 2020 წლის აგვისტოს თვეში ჩაინგრა.
მდინარე კორისწყალზე ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია "ხიდმშენი 99" ასრულებს რომლის ღირებულებაც 416,562.00 ლარს შეადგენს და იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
სამუშაოები ტენდერის პირობების თანახმად აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულდეს.
მიმდინარე სამუშაოები ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კახა მსხვილიძესთან ერთად დაათვალიერა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.