ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებული, აგრარული კოლეჯის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებული, აგრარული კოლეჯის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

  • 2021-05-18 13:31:49

დიდი ჯიხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებული, აგრარული კოლეჯის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

დღეს, კოლეჯის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ, ქალაქ სამტრედიაში მერის წარმომადგენელთან, თენგიზ ცაგურიასთან, კულტურის სამსახურის უფროსთან, ნატალია მანჯგალაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

განათლების სფეროში მნიშვნელოვან პროექტად ითვლება დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებული აგრარული კოლეჯის სრული რეაბილიტაცია, რომელიც ამ

სფეროში დასავლეთ საქართველოს წამყვანი პროექტია.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით აგრარულ კოლეჯში მოეწყობა თანამედროვე სასწავლო ბაზები, დაინერგება საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნება სოფლის მეურნეობის დარგში ახალი ცოდნის გავრცელების მექანიზმები.

პროექტის ღირებულება 6 700 000 ლარს შეადგენს.

 

იხილეთ ვიდეო

მსგავსი პოსტები