გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე N2 საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა.
დღეს, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ახალ გარემოში განახლდა, რომელსაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე გაეცნო.
ოთხ ჯგუფზე გათვლილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების რეაბილიტაციისთვის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 480 128 ლარი დაიხარჯა.
პროექტის ფარგლებში, განხორციელდა შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, გარე ფასადის შეღებვა, გათბობის სისტემის მონტაჟი და შიდა სივრცის რემონტი.
ბაღი აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით და აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს.
აღსაზრდელები საბავშვო ბაღში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეგულაციების სრული დაცვით მიიღეს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.