წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში ბეტონის გზის დაგების პროცესი მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა სამუშაოები პირველ მოადგილესთან ზურაბ მაისურაძესთან ერთად დაათვალიერა.
,,საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა არის ჩვენი პრიორიტეტი, ამ მიმართულებით მიმდინარე წელს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, მათ შორის გზა კეთდება სოფელ საყულიაში, გზების დაგება უკვე დასრულდა სოფელ გვიშტიბში, ოფშკვითში, თერნალში, რეაბილიტირებულია სოფელ მეორე უბნისა და ჩუნეშის დამაკვშირებელი გზა’’- აცხადებს გრიგოლ იოსელიანი
სოფელ საყულიაში, ტორაძეების უბანში არსებული გზა ათეული წლების განმავლობაში არ შეკეთებულა. ამჟამად აქ ბეტონის საფარი იგება, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. გზის რეაბილიტაციას ადგილობრივები დადებითად აფასებენ.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.