არჩილ ჩიქოვანი - ბათუმში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, უკვე დავიწყეთ ბარცხანის ხიდის რეკონსტრუქცია და გოგოლის ქუჩისა და გოგოლის ხიდის რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტები თამარისა და ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს, სადაც ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
თამარის ადმინისტრაციულ ერთეულში:
კეთილმოეწყო 25-მდე ქუჩა და ჩიხი.
რეაბილიტირებულ ქუჩებზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, სადაც 300-მდე ხე-მცენარე დაირგო.
აშენდა 245 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი.
მოეწყო 2 ახალი სპორტული მოედანი.
რეაბილიტაცია უტარდება არსებულ სპორტულ მოედნებს.
ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდა წყალარინების სატუმბი სადგურების მშენებლობა და ბონი-გოროდოკისა და თამარის დასახლების წყლისა და წყალარინების სისტემების სრული რეაბილიტაცია.
თამარ მეფის გზატკეცილზე მოეწყო ახალი სკვერი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციულ ერთეულში:
განხორციელდა 41-მდე ქუჩის, ჩიხისა და შესახვევის რეაბილიტაცია.
ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და დაირგო 100-მდე ხე-მცენარე.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა მე-19 საბავშვო ბაღს.
ბაქოსა და მაიაკოვსკის ქუჩებზე მოეწყო 2 სკვერი და 2 სპორტული მოედანი.
სვიშევსკის ქუჩაზე დაგეგმილია სპორტული მოედნისა და ატრაქციონის კეთილმოწყობა.
ამ ეტაპზე გოგოლის ქუჩის, სვიშევსკის ქუჩის, შესახვევისა და ორი ჩიხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.