ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფ. ხვანჭკარის შიდა გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტი ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობას ითვალისწინებს და მისი ღირებულება პირველ ეტაპზე 525 000 ლარს შეადგენს.
მოსახლობასთან შეხვედრების დროს გამოკვეთილი პრიორიტეტების მიხედვით, ხვანჭკარის თემში, არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
რეაბილიტირდა ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი და ბიბლიოთეკის შენობა სოფელ მეორე ტოლაში
მოეწყო სანიაღვრე არხები ჩორჯოში, ხვანჭკარაში, პირველ და მეორე ტოლაში
მოეწყო თავშეყრის ადგილები სოფლებში ჩორჯოსა და ხვანჭკარაში
მოეწყო ბეტონის გზა და გზის გასწვრივი დამცავი კედლები სოფელ ჩორჯოში
მოეწყო სველი წერტილები და მისასვლელი ბილიკები სოფელ ჩორჯოსა და სოფელ ხვანჭკარის საჯარო სკოლებში
მოეწყო გარე განათება და გზის გასწვრივი დამცავი ბეტონის კედელი სოფელ ხვანჭკარაში
იწყება ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული პრიორიტეტული პროექტების განხორციელება.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.