ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის პროცესს საქართველოს პარლამენტის წევრი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, ფოთის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტყებუჩავა, მერის მოადგილეები -მამუკა პაპასკირი და ზაქარია გვრიტიშვილი,საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე გაეცნენ.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შენდება. გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა ეზოც. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 815 000 ლარს შეადგენს. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC), საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს.
აქტიური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს N12 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში.
პროექტი სააღმზრდელო დაწესებულების შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოებს, კერძოდ, ჯგუფების,საძინებლების,გასახდელების რეაბილიტაციას , კარ-ფანჯრების შეცვლას, ჭერისა და იატაკის მოპირკეთების სამუშაოებს ითვალისწინებს.
პროექტის ღირებულება 164 590,99 ლარს შეადგენს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.