ახალი საინვესტიციო შეთავაზებები ბიზნესს-ელექტრონული აუქციონი

ახალი საინვესტიციო შეთავაზებები ბიზნესს-ელექტრონული აუქციონი

  • 2020-10-19 10:59:53

13 ახალი საინვესტიციო შეთავაზება მცირე და საშუალო ბიზნესს - აჭარის მთავრობა ბათუმის სამრეწველო ზონის განვითარების მიზნით აუქციონებს აცხადებს.
საინვესტიციო პროცესების გაძლიერებისთვის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აქტიურ საპრივატიზაციო პოლიტიკას ახორციელებს.
ბიზნესისთვის დამატებით 13 ახალი საინვესტიციო წინადადება მომზადდა.
ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა სუბიექტებმა, აუქციონების პირობების მიხედვით, წარმოების ან/და დახურული ტიპის საწყობი უნდა აამოქმედონ. თითოეულ ობიექტზე დასაქმებულთა არანაკლებ 90% უნდა შეადგენდეს საქართველოს მოქალაქეებს.
საპრივატიზაციო ობიექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 4 300 000 ლარია. საპრივატიზებო ღირებულება კი 3 338 000 ლარს შეადგენს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, პრივატიზების მიზნით, სააუქციონო პროცესი მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო და ის ეტაპობრივად გაგრძელდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:
https://investinbatumi.ge//auctions.pdf

მსგავსი პოსტები