ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 15,5 კმ-იან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
ამ ეტაპზე, 13 კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოები დასრულებულია, დარჩენილ 2.5 კმ-ზე სახიდე გადასასვლელის, ხელოვნური ნაგებობებისა და ასფლატ-ბეტონის საფარის საფუძვლის მოწყობა მიმდინარეობს.
გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზა, ახმეტა-თელავი-ბაკურციხის გზას დააკავშირებს თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზასთან.
ავტოტრანსპორტს, საჭიროების გარეშე, აღარ მოუწევს გავლა ქალაქ გურჯაანსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბაკურციხე, კოლაგი, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი და ჩუმლაყი.
პროექტის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდება მგზავრობის დრო და ხარჯები.
პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 38 000 000 მილიონი ლარია.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.