ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე დაწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 9 ნოემბრიდან, ბათუმში, ისევე, როგორც საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება.
დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები მუშაობას 21:00 საათზე დაასრულებს.
დასუფთავების სამსახური შესაბამის სამუშაოებს 21:00 საათამდე განახორციელებს. რაც შეეხება „ბათუმის წყლის“ ტეკნიკურ სამსახურებს, ბრიგადების მუშაობის გრაფიკი არ იზღუდება. გადაუდებელი გამოძახების შემთხვევაში რეაგირება ხორციელდება სემეკთან არსებული შეთანხმების შესაბამისად.
შეზღუდვის დროს მუდმივი გადაადგილების საშვის მისაღებად კომპანიებმა უნდა მიმართონ დარგობრივ უწყებებს, ხოლო მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე - მუნიციპალურ ინსპექციას - 577539485. ერთჯერადი გადაუდებელი საშვის ასაღებად მოქმედებს ცხელი ხაზი 144-1.
აღნიშნული შეზღუდვები საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით იქნა მიღებული.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.