ქალაქ მცხეთაში კოსტავას ქუჩის მიმდებარედ საზეიმოდ გაიხსნა ახლად რეაბილიტირებული სკვერი. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ, მცხეთის საპატიო მოქალაქესთან, მსოფლიოში აღიარებულ და წარმატებულ კალათბურთელთან გიორგი შერმადინთან ერთად, სიმბოლურად გაჭრა ლენტი. ღონისძიებას ესწრებოდნენ: მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე,მერის მოადგილეები, გივი გიუტაშვილი, მარინა ზურაბიშვილი, ოთარ ჩხეიძე, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი. ღონისძიებას ორგანიზება გაუწია მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა. საზეიმო შეხვედრა ანსამბლის “მცხეთა”მიერ შესრულებული მრავალხმიანი მრავალჟამიერით დასრულდა.
ახლად რეაბილიტირებული სკვერი, რეგიონული განვითარების ფონდისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით სამშენებლო კომპანია შპს „ხარისხი“ განახორციელა.
სკვერში მოეწყო ორი საბავშვო ზონა, დაიგო რეზინის ფილები, მოეწყო ქვიშის მოედანი, ორდონიანი ატრაქციონები, საბავშვო გასართობი ატრაქციონები,საქანელა და აიწონა-დაიწონა. არსებული სკვერი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
მოსასვენებელ ზონაში მოეწყო სკამები, ურნები, ლამპიონები, მოხდა ძველი ფანჩატურის გამაგრება, მოპირკეთდა და მოეწყო მაგიდა და სკამები. სკვერის შიდა პერიმეტრზე მოხდა ბეტონის დეკორატიული 3 დ ფილების დაგება . დაირგო ღვია, ბურთისებრი წყავი, ფოტინია, ტუია, ვერცხლისფერი ნაძვი, ვერცხლისფერი კიპარისი და სეზონური ქრიზანთემები.
სკვერის გარშემო კედლები და ლენტური სარტყელი მოპირკეთდა , ასევე მოხდა მოაჯირის დაზიანებული მხატვრული დეტალებვის აღდგენა, გაწმენდა და შეღებვა, სანიაღვრის და დეკორატიული შადრევანის მოწყობა.