ამბროლაურში ბრატისლავა-რაჭის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება

ამბროლაურში ბრატისლავა-რაჭის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება

  • 2021-06-28 12:51:07

ამბროლაურში ბრატისლავა-რაჭის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება.

დღეს, სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბრატისლავა- რაჭის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა ტროტუარები, გაზონები, გარე განათება, სანიაღვრე სისტემა, გარკვეული ადგილები მოპირკეთდება ქვაფენილით, გამწვანდება ტერიტორიის ნაწილი და განხორციელდება სხვა დამატებითი სამუშაოები.

სამუშაოებს ამხანაგობა ‘’როიალბილდი’’ ახორციელებს. პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება და მისი სრული ღირებულება 4 300 000-მდე ლარს შეადგენს.

მსგავსი პოსტები