საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აქტიურად განაგრძობს სამუშაოებს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის. მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება ქალაქ სიღნაღის წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
ამ ეტაპზე, ადგილობრივ მოსახლეობას წყალი დღის განმავლობაში 4-5 საათით, გაზაფხულსა და შემოდგომაზე 10 საათით მიეწოდება. ქალაქში არსებული ქსელი ნაწილობრივ ამორტიზებულია და რეაბილიტაციას საჭიროებდა.
სამუშაოების ფარგლებში ეწყობა წყალმომარაგების ქსელი, მილდენი, საქლორატორო, შენდება რეზერვუარი, გამრიცხველიანდება დარჩენილი მოსახლეობა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ სიღნაღში მცხოვრებ 3 500 -მდე ადამიანს წყლის მიწოდების შეზღუდული გრაფიკით გამოწვეული პრობლემა მოუგვარდება და სტაბილური წყალმომარაგება ექნება. პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მილიონ ლარზე მეტი ხმარდება.
2020 წლის დასაწყისში დასრულდა ქალაქ სიღნაღში ე.წ. „ნასომხარის“ წყლის სათავე ნაგებობაზე სასმელი წყლის ჭაბურღილის სამშენებლო სამუშაოები, რის შედეგადაც მოსახლეობას წყლის მიწოდების გრაფიკი რამდენიმე საათით გაუუმჯობესდა.
2016-2019 წლებში ჩატარდა ქალაქ სიღნაღის წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია, მოეწყო პოლიეთილენის მილდენები, რამდენიმე ქუჩაზე გამრიცხველიანდა მოსახლეობა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.