ბათუმის მუნიციპალურ სასადილოებში ბენეფიციარების მიღება დროებით შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შეჩერებასა და მუნიციპალური სასადილოს რამდენიმე თანამშრომლის კოვიდ-19-ით ინფიცირებას უკავშირდება. გადაწყვეტილება ბენეფიციარების უსაფრთხოების დაცვას ემსახურება.
ვირუსის გავრცელების მაღალი რისკიდან გამომდინარე, 27 სექტემბრიდან 1-ლი ნოემბრის ჩათვლით, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე #6 სასადილოს გარდა, ყველა მუნიციპალური სასადილოს მუშაობა შეჩერებულია. აღნიშნული სასადილო განაგრძობს მუშაობას დროებითი ღამის თავშესაფრის ბენეფიციარებისთვის სადილის მომზადებისა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბენეფიციარებისთვის სადილის ბინაზე მიტანის მიზნით.
საკვები პროდუქტების 1 თვის მარაგის გაცემა საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით ხორციელდება. მუნიციპალური სასადილოების ჩვეულ რეჟიმში მუშაობა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე, საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად განახლდება.
სასურსათო პროდუქტების მარაგი გაიცა ასევე მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში. აღსაზრდელების მშობლებმა მათთვის განკუთვნილი პროდუქტი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების სრული დაცვით მიიღეს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.