ბათუმში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ზომები კიდევ უფრო გამკაცრდა.
მუნიციპალურმა ინსპექციამ, შრომის ინსპექციასა და სურსათის უვნებლობის სამსახურთან ერთად, 2350 ობიექტი შეამოწმა. მონიტორინგი განხორციელდა სავაჭრო ობიექტებში, ბანკებსა და აფთიაქებში. 20 899-ჯერ შემოწმდა მუნიციპალური ავტობუსი. 15 000-ჯერ შემოწმდა სამარშუტო ტაქსი. პირბადის გარეშე მგზავრობისთვის 573 პირს შეეზღუდა ტრანსპორტით გადაადგილება. 718-ჯერ შემოწმდა ბათუმში არსებული სასტუმროს ტიპის დაწესებულებები. 224 სასტუმრო აკმაყოფილებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და შესაბამისად აგრძელებს ფუნქციონირებას. გადამოწმდა 360 სილამაზის სალონი. მიმდინარეობს საჯარო და კერძო სკოლების შემოწმება. საჯარო და კერძო ბაღების შემოწმება 15 სექტემბრიდან დაიწყო. ავტოსადგურების ადმინისტრაციები ვალდებულნი არიან, განახორციელონ მგზავრთა თერმოსკრინინგი და აწარმოონ მგზავრთა იდენტიფიცირების ჟურნალი..
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.