გოგოლის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგების სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა სანიაღვრე სისტემის, საკომუნიკაციო ჭებისა და ბორდიურების მოწყობა. დაგეგმილია განათების სისტემისა და დეკორატიული ფილების მონტაჟი.
პარალელურად, მიმდინარეობს გოგოლის ქუჩაზე არსებული ხიდისა და ე.წ. ბარცხანის ხიდის რეაბილიტაცია, სადაც ამ დროისთვის არმირების სამუშაოები ხორციელდება.
არჩილ ჩიქოვანი - სამუშაო ტემპებთან დაკავშირებით, დღის განმავლობაში, მოსახლეობის მხრიდან არაერთ შეტყობინებას ვიღებ. მინდა, კიდევ ერთხელ მივაწოდო ინფორმაცია ყველას, რომ აღნიშნული პროექტი მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გადაადგილებასთან დაკავშირებული დისკომფორტი ბევრად უფრო ადრე აღმოიფხვრას.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.