აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა, რომელსაც შტაბის წევრებთან ერთად, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ესწრებოდა.
დღეიდან აჭარაში აღდგა საზოგადოებრივი მუნიციპალური ტრანსპორტი. უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, ,,კოვიდ 19"-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მონიტორინგი ხორციელდება.
ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე კონტროლი ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება. შეზღუდვა რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტთან და ასევე, სასწავლო პროცესთან მიმართებაში.
სხდომაზე რეგიონში დღეისთვის არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს.
ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკას დაემატა 15 რეანიმაციული საწოლი კოვიდ პაციენტებისთვის.
გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 172 პაციენტი. ჯამში, გამოჯანმრთელდა 5191 პაციენტი. დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 366 ახალი შემთხვევა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.