აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით კორონა ვირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა, რომელსაც შტაბის წევრებთან ერთად საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ესწრებოდა.
აჭარაში იკვეთება ინფიცირების ახალი შემთხვევების კლება და სტაბილიზაციის ტენდენცია. დღეს გამოვლინდა დაინფიცირების 196 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 174 პირი, ჯამში გამოჯანმრთელდა დაახლოებით 3700 ზე მეტი ადამიანი.
მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს დამატებითი რეანიმაციული და თერაპიული საწოლების მობილიზება. რეგიონში ყოველდღიურად თავისუფალია 60-დან 100-მდე საწოლი. სამედიცინო დაწესებულებები სრულ მზადყოფნაშია პაციენტების მისაღებად.
შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე რეანიმატოლოგების ჯგუფის შექმნა, რომელიც გაუწევს ტექნიკურ და თემატურ ხელმძღვანელობას კრიტიკული შემთხვევების მართვას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ინტენსიურად მიმდინარეობს მიზნობრივი ტესტირება, კონტაქტების მოძიება, მათი თვითიზოლაცია ან იზოლაცია საკარანტინო სივრცეებში.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.