ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.
“ვაქცინაცია კლინიკა ,,მკურნალისა“ და ამბულატორიული ცენტრი “პულსის“ გადამზადებულმა მედიკოსებმა, უბნის ამბულატორიის მედპერსონალთან ერთად, ამჯერად საგვიჩიოსა და ხამისკურში ჩაატარეს.
მოსახლეობის ვაქცინაცია ადგილზე რეგისტრაციით მიმდინარეობს.
ვაქცინაციის პროცესს, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსი – შოლინა კანკია ესწრებოდა.
ადმინისტრაციული ერთეულების ამბულატორიებში ყველა პირობაა შექმნილი ადგილზე მოქალაქეთა უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინაციისთვის. მოქალაქეები იცრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით.
19 აგვისტოს ვაქცინაცია თორსის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება. ამცრელი ჯგუფები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გააგრძელებენ ვაქცინაციას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.