სოფლად ვაქცინაციის კამპანია ამჯერად სამეგრელო-ზემო სვანეთში მიმდინარეობს. სოფელ ინგირსა და კახათში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ჯანდაცვის სპეციალისტები იმყოფებოდნენ. მოხდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება და ადგილზე ვაქცინაცია.
რეგიონებში ვაქცინაციის კამპანია ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს და სოფლად მცხოვრები 50 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის იმუნიზაციას ისახავს მიზნად, რაც თავის მხრივ, ავადობის შემცირებასა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილებას განაპირობებს. კამპანიის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, 30 სოფელი შეირჩა, სადაც აცრის მსურველთა ორგანიზებული ვაქცინაცია მიმდინარეობს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.