აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით კორონა ვირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა, რომელსაც შტაბის წევრებთან ერთად ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ესწრებოდა.
შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და დაიგეგმა სხვადასხვა კლინიკებიდან დამატებით ექიმების მობილიზება.
აჭარაში იკვეთება ინფიცირების ახალი შემთხვევების კლება და სტაბილიზაციის ტენდენცია. დღეს გამოჯანმრთელდა 230 პირი. გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 1200-მდე PCR ტესტი, გამოვლინდა დაინფიცირების 230 ახალი შემთხვევა.
გამოჯანმრთელდა და საკუთარ საცხოვრებელ გარემოს დაუბრუნდა მოხუცთა სახლისა და გერიატრიული თავშესაფრის 29 ბენეფიციარი. აჭარაში 2700-ზე მეტი პირი გამოჯანმრთელდა.
სრულ მზადყოფნაშია სამედიცინო დაწესებულები პაციენტების მისაღებად. ყოველდღიურად თავისუფალია 60-დან 100-მდე საწოლი.
გაეროს ბავშთა ფონდმა გამოყო ორსული ქალებისა და კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების ოჯახების საკვები პროდუქტები, საკვები დანამატები და ჰიგიენური საშუალებები, ისინი ამ დახმარებას ეტაპობრივად მიიღებენ.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.