ქ. დუშეთში N3 საბავშვო ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ეზოს კეთილმოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საბავშვო ბაღის კაპიტალური რემონტი. მათ შორის ელექტროგაყვანილობის, იატაკის, სახურავის, კიბეების, შიდა სანტექნიკის რეაბილიტაცია, ეზოს კეთილმოწყობა, საბავშვო კონსტრუქციების მონტაჟი და სხვა.
მიმდინარე სამუშაოებს მონიტორინგის მიზნით ადგილზე გაეცნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე და და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაური.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, საბავშვო ბაღი, რომელიც 180-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი, ოქტომბრის თვეში გაიხსნება.
დუშეთის მუნიციპალიტეტი აღნიშნულ პროექტს რეგიონული განვითარების პროექტების ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 700 000 ლარს აღემატება.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.