ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. კლდისუბანში საუბნო გზების რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება.
დღეს, მიმდინარე სამუშაოები სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, მაჟირიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ და მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ დაათვალიერეს.
გარდამავალი პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი 3 კმ-დე მონაკვეთზე დაიგება. სარეაბილიტაციო სამუშაოები მ/წლის სექტემბერში დაიწყო და სრულად 2022 წლის ივლისში დასრულდება.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 212 000 ლარს შეადგენს.სამუშაოებს შპს ,,ამბროლაურის ავტოგზა 10" ასრულებს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.