მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში, ჭოლაშის ხიდიდან სოფელ ჟაბეშში მიმავალი ადგილობრივი მნიშვნელობის გზის სამშენებელო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ამ დროისთვის დასრულებულია არმირებული ბეტონის საფარის დაგება პროექტით გათვალისწინებულ გზის სრულ - 4054 მ. მონაკვეთზე.
ეტაპობრივად მიმდინარეობს ძველი ღობეების დემონტაჟი და ახალი ღობეების მოწყობა; ეზოების შესასვლელებში დაიგება რკინაბეტონის არმირებული ფილები. პროექტით გათვალისწინებულია ე.წ. გზის მიერთებების დაგებაც; ასევე მოეწყობა სახიდე გადასასვლელი, საწრეტი არხები, საგზაო ნიშნები.
პროექტს სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია, ვინაიდან ჟაბეშის, ცალდაშის, ჩვაბიანის და მაჯვდიერის სოფლებისთვის შიდასახელმწიფოებრივ გზასთან ერთადერთ დამაკავშირებელ გზას წარმოადგენს.
შეგახსენებთ, ჭოლაშის ხიდიდან სოფელ ჟაბეშში მიმავალი ბეტონის გზის საფარის მოწყობის სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპი 2019 წლის სექტემბერში დაიწყო და ითვალისწინებდა ჭოლაშის ხიდიდან სოფელ მაჯვდიერამდე გზის სამშენებლო სამუშაოებს. პროექტის მეორე ეტაპი კი 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ლიდერი +“ ასრულებს. მეორე ეტაპის სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 1 545 759 ლარს შეადგენს. სამუშაოები 2021 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.