სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ლუდუკ ხასია, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან, ნუგზარ გაბელიასთან და აბაშის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, ირაკლი პერტენავასთან ერთად აბაშის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
ახალი სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, აბაშის მუნიციპალიტეტში, თავისუფლების ქუჩაზე რკინიგზის სადგურის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში იცვლება რკინიგზის სადგურის ვიტრაჟები, კარ-ფანჯრები და სადგურის ბაქნები, კიბის საფეხურები, რეაბილიტაცია უტარდება ფასადს, მოეწყობა ტროტუარები, გამწვანება, პარკინგი.
აბაშის შემოსასვლელში, მდ. ცხენისწყლის მიმდებარედ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის კარიბჭესთან, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ღირსშესანიშნაობების შესახებ. შენობა აღიჭურვება კომპიუტერით, უფასო Wi-Fi ინტერნეტით, ცენტრი 24 საათის განმავლობაში მოემსახურება სტუმრებს, აქვე იქნება საინფორმაციო რუკები მხარის შესახებ, გზამკვლევი და სხვა საჭირო სერვისი. ვიზიტორებისთვის ეწყობა ავტოსადგომი, შშმ პირებისთვის ინფრასტრუქტურა.
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება.