სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლების: გოლასკურის, ზემო ჭალადიდის, ხორგიშისა და მიმდებარე უბნების წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა გრძელდება. პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, ძველი, ამორტიზებული მილები ახლით იცვლება. შედეგად, აღნიშნული სოფლების მაცხოვრებლები, დაახლოებით 1000-მდე ადამიანი, უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარზე მეტი ხმარდება და მისი დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს არის დაგეგმილი.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.