დღეს ქალაქ ჩხოროწყუში ახალი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შენობა გაიხსნა

დღეს ქალაქ ჩხოროწყუში ახალი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შენობა გაიხსნა

  • 2021-10-26 12:21:22

დღეს ქალაქ ჩხოროწყუში ახალი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შენობა გაიხსნა.

სასწრაფო დახმარების ახალ შენობაში განთავსება თანამშრომლებს პირადად მიულოცა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

შენობის გახსნას გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კალანდია, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და საჭირო ინვენტარით სრულადაა აღჭურვილი.

,, მოსახლეობის ჯანდაცვაზე ზრუნვა ჩვენი ხელისუფლების ერთერთი მთავარი პრიორიტეტია. საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევის პროგრამის გარდა, რომელმაც მრავალი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადაარჩინა, ხელისუფლება დიდ ძალისხმევას უთმობს სამედიცინო სერვისების განვითარებას რეგიონებში - სოფლის ამბულატორიების გახსნას და სასწრაფო სამედიცინო დახმარების განვითარებას. ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღება დროულად შეძლონ და ხარისხიანი დახმარება მიიღონ. სწორედ ამიტომ, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ტერიტორიულ ხელმისაწვდომობას და მომსახურების ხარისხს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.“ - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ.

სასწრაფო დახმარების ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.

მსგავსი პოსტები