სოფელ ჯიმითისა და ნანიანის მუდმივი წყალმომარაგებისთვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია საპროექტო სამუშაოებს ახორციელებს.
აღნიშნულ სოფლებში წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა არ ფუნქციონირებს, შესაბამისად ცვალებადია წყლის დებეტი, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.
პროექტით გათვალისწინებულია სოფლებში არსებული სათავე ნაგებობისა და ჭაბურღილების რეაბილიტაცია. გარდა ამისა, დამატებით მოეწყობა რამდენიმე ჭაბურღილი, სატუმბი სადგური, რეზერვუარი და წყალმომარაგების ახალი ქსელი.
მუდმივი წყალმომარაგების პროექტზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 6 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ჯიმითისა და ნანიანის 2 000-ზე მეტი მოსახლე სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.