ქვემო მაჩხაანში სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.
საჯარო სკოლის შენობა გათვლილია 90 მოსწავლეზე და საკლასო ოთახების, კაბინეტების და ლაბორატორიების, ბიბლიოთეკის, კანცელარიის, სამასწავლებლოს, ექიმის კაბინეტის, მანდატურის ოთახის, სანიტარული კვანძის ბლოკების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობას ითვალისწინებს.
სკოლის ტერიტორიაზე, ასევე, სარეკრეაციო სივრცე და ღია ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედანი მოეწყობა.
ახალი სკოლის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს და მასზე 1 848 190 ლარი დაიხარჯება.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.