ქ. ლაგოდეხში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ჯონდო მდივნიშვილმა ბახტრიონისა და ჩოლოყაშვილის ქუჩის სამშენებლო სამუშაოები პირადად დაათვალიერა.
როგორც მერი აცხადებს, ბახტრიონის ქუჩაზე, გზის საფარი 480 გრძ. მეტრის მონაკვეთზე დაიგება, ცენტრალური გზის მოასფალტებასთან ერთად, მოეწყობა თავისუფლების ქუჩის №1 და ზაქათლის ქუჩის №29 საერთო საცხოვრებელთან მისასვლელი გზა და მიმდებარე ჩიხი. ჩოლოყაშვილის ქუჩის გზის რეაბილიტაცია კი 915 გრძ. მეტრის მონაკვეთზე მიმდინარეობს. გზის მოასფალტებასთან ერთად, მოეწყობა ცხაურები, ბორდიურები და საცხოვრებელ ეზოებში შესასვლელები. საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, რეაბილიტირებული გზის სავალი ნაწილი მოიხაზება, მოეწყობა გამაფრთხილებელი საგზაო ნიშნები. აღნიშნული გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის საერთო ღირებულება 1 068 066.21 ლარს შეადგენს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.