მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, სოფელ სხლითის ცენტრალური გზის
რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო.
სხლითში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო. 2020-21 წლების, გარდამავალი პროექტის ღირებულება 639 275 ლარია. 2021 წელს 271 420 ლარი დაიხარჯება და საერთო ჯამში გზის 3321 მეტრი მონაკვეთი მობეტონდება.
პროექტის გაგრძელებას მოუთმენლად ელოდა ადგილობრივი მოსახლეობა.
მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი:
,, აღნიშნული პროექტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ეს არის გზის საკმაოდ დიდი და რთული მონაკვეთი, ამიტომ ეფექტურია აქ თანხის დახარჯვა და ჩვენ ნამდვილად ვიზრუნეთ, რომ ეს პრიორიტეტული საკითხი დადებითად გადაწყვეტილიყო.
ადგილობრივებმა გაიხსენეს შეხვედრა, რომელიც ჰქონდათ ბატონ კობასთან, სადაც ის მათ დაჰპირდა, რომ მოხდებოდა გზის მშნებლობა და დღეს ისინი გამოხატავენ კმაყოფილებას, რომ მერის პირობა შესრულებულია.
სოფლის ინტერესებს საკრებულოში აქტიურად იცავდა დავით კინაძე, რომელიც ადგილობრივების მაჟორიტარი გახლდათ და დღეს ყველას ჩართულობის შემდეგ შედეგი უკვე ხელშესახებია.
ასეთი პროექტები 2022 წელსაც მასიურად გაგრძელდება იმ სოფლებში, სადაც წელს ვერ მოხდა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რაც მთავარია პრიორიტეტები მოსახლეობის ჩართულობით იქნება განსაზღვრული.
სხლითი, პაატა ლომსაძე
,, სხლითისთვის ეს საუკუნის პროექტია. ბავშვობიდან ვოცნებობდი,რომ კარგი გზით და შეუფერხებლად ამოვსულიყავი სოფელში.
ყველა ადგილობრივი საოცარ კეთილგანწყობას , მადლიერებას გამოხატავს გზის მშენებლების მიმართ. დიდი მადლობა ხარაგაულის მერიას,სამშენებლო კომპანიას და რაც მთავარია ცენტრალურ ხელისუფლებას, ყველას, ვინც ამ პროექტის დაგეგმვაში და დაპროექტებაში მიიღო მონაწილეობა.
როგორც ვიცი ანალოგიური პროექტები კეთდება ხარაგაულის სხვა სოფლებში, რაც ძალიან მისასალმებელია. მთავარია ინფრასტრუქტურა, წყალი, ელექტროენერგია , და დანარჩენზე სოფლის მოსახლეობამ თავად უნდა იზრუნოს, იღვაწოს და ვფიქრობ ვინც წასულია სოფლიდან ის ხალხიც დაბრუნდება და დაკავდება ადგილზე.
მეტი ხალისი და სურვილი მაქვს უფრო ხშირად ჩამოვიდე სოფელში. ვხედავ ტურისტებსაც ,რომლებიც აქედან ცხენებით რკინის ჯვარზე გადადიან. მომავალ წელს დარწმუნებული ვარ მათი რიცხვი უფრო გაიზრდება. ეს არის დიდი პოტენციალი ამ სოფლისთვის და ხარაგაულისთვის. ინფრასტრუქტურა და გზა პირდაპირ კავშირშია განვითარებასთან და კეთილდღეობასთან.