თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩხარის ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა, მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად , სამშენებლო სამუშაოები ადგილზე მოინახულა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო.
,, თერჯოლაში წარმატებით არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს , მათ შორის აქტიურ ფაზაშია
სოფელ ჩხარში ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა; დასასვენებელი სკვერი, გმირთა მემორიალი და ა/ბეტონის მოედანი, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობისთვის კომფორტული გარემოს შემქნას."- აღნიშნა ლაშა გოგიაშვილმა.
სამშენებლო სამუშაოებს , ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,საგო” ახორციელებს, რომლის ღირებულება 154 998 ლარს შეადგენს.
დღესვე მუნიციპალიტეტის მერმა, თერჯოლის ცენტრალურ ნაწილში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოებიც მოინახულა.
პროგრამის ,, განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში, შეირჩა ის არეალები, რომელთა ნაწილიც ურბანული განახლებას საჭიროებდა.
სამუშაო პროცესი დაწყებულია რუსთაველის #105 და #107 საერთო საცხოვრებლებზე, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.