მცხეთა-მთიანეთში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის სახემწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მანანა ნარიმანიძე, მცხეთის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს და ონლაინკლინიკის ხელმძღვანელს ქეთევან ლორიას გუბერნატორის მოადგილესთან გოჩა ქავთარაძესთან ერთად შეხვდა.
მხარეებმა რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს და იმ პაციენტებზე ისაუბრეს, რომლებსაც კოვიდინფექცია მსუბუქ ფორმებში აქვთ და მკურნალობას სახლის პირობებში, ოჯახის ექიმების მეთვალყურებოს ქვეშ გადიან.
დღესვე მანანა ნარიმანიძემ ახალი საინფორმაციო პორტალის http://ambulatoria.moh.gov.ge/, მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვებ-გვერდის ამოქმედება სამედიცინო მომსახურეობის ხარიხს კიდევ უფრო გაზრდის.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.