საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, ა(ა)იპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალ ს/ბაგა-ბაღებში სხვადასხვა ღონისძიებები გატარდა. კერძოდ,
- საბავშვო ბაგა-ბაღებში უსაფრთხო მუშაობის პროცედურებისა და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელდა პერსონალის გადამზადება.
- ყველა სკოლამდელ დაწესებულებაში განისაზღვრა თერმოსკრინინგზე პასუხისმგებელი პირი.
- დაწესებულებების ეზოს ტერიტორიაზე განთავსდა უსაფრთხო დისტანციის დაცვის ნიშნულები.
- შენობის შესასვლელებში განთავსდა დეზობარიერები, იქვე მოეწყო ჰიგიენის კუთხეები და მოსაცდელი სივრცეები.
- შენობებში გამოიყო საიზოლაციო ოთახები.
- მომზადდა აღსაზრდელთა მიღება-გაშვებისა და საერთო სივრცეებში გაყვანის გრაფიკები.
- საბავშვო ბაგა-ბაღები აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით და სადეზინფექციო საშუალებებით დადგენილი რეკომენდაციების შესაბამისად და ზედმიწევნით შესრულდა რეგულაციებით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა. აღნიშნულთან დაკავშირებით მშობლებს მიეწოდათ სათანადო ინფორმაცია.
- შესაბამისი სამსახურის მიერ მოხდა სააღმზრდელო დაწესებულებების დეტალური შემოწმება, შედეგად, გაერთიანებაში შემავალი საბავშვო ბაგა-ბაღები 2020 წლის 12 ოქტომბრისთვის მზადაა აღსაზრდელების მისაღებად.