ვაქცინაციის მარათონი იწყება!
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ორგანიზებით ვაქცინაციის მარათონში საჩხერის მუნიციპალიტეტიც ერთვება.
ვაქცინაციის მარათონი კორბოულისა და არგვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გაიმართება და სტარტს 26 ოქტომბერს სოფელ კორბოულში აიღებს.
25 ოქტომბერს 11 საათიდან სოფლებში კორბოული, ნიგვზარა და შომახეთი მობილურ ბრიგადასთან ერთად, კარდაკარის პრინციპით, იმ მოქალაქეების ვაქცინაცია მოხდება, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილების საშუალება არ აქვთ. ამავე დღეს 13 საათზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება კორბოულის მეორე საჯარო სკოლაში და 15 საათზე სოფელ სავანის საჯარო სკოლაში. შეხვედრაზე მონაწილეობას მიიღებენ აღნიშნული სკოლის პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები.
27 ოქტომბერს 11 საათიდან არგვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობასთან, კარდაკარის პრინციპით, მობილური ბრიგადით ვიზიტია დაგეგმილი და აქაც ადგილზე აიცრებიან ის ადამიანები, რომელთაც გადაადგილების პრობლემა აქვთ.
26-29 ოქტომბერს, მარათონის ფარგლებში, კორბოულისა და არგვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია იგეგმება. ვაქცინაციის პუნქტები მოეწყობა სოფელ კორბოულის ამბულატორიასა და სოფელ არგვეთის საჯარო სკოლაში. აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობის ტრანსპორტირება მოხდება საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ჩართულობით და არცერთ მოქალაქეს, ამ მხრივ, გადაადგილების პრობლემა არ შეექმნება. ,,ფაიზერის“, ,,სინოვაკისა“ და ,,სინოფარმის“ ვაქცინას მოქალაქე ირჩევს ინდივიდუალურად.