ზესტაფონის მერიის დაკვეთით სოფელ მარტოთუბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება
სოფელ მარტოთუბანში გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაცია სასოფლო გზის 3 კმ - მდე მონაკვეთს უტარდება. გზის ზედაპირის მოწყობა, არმირებული ბეტონის საფარით ხდება.
მიმდინარე სამუშაოები, ზესტაფონის მერმა დაათვალიერა.
"სოფელი მარტოთუბანი ერთ - ერთია იმ ოთხ სოფელს შორის, სადაც გზის მოწყობის სამუშაოებს ვახორციელებთ. აღნიშნული გზით ყოველდღიურ რეჟიმში 200 - ზე მეტი ოჯახი სარგებლობს, რომელთაც სერიოზული პრობლემები ექმნებოდათ გადაადგილების თვალსაზრისით. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ისინი ყოველგვარი ბარიერების გარეშე შეძლებენ, ცენტრთან დაკავშირებას. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის" , - გიორგი გოგლიჩიძე
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 760 ათასი ლარია. სატენდერო ვალდებულებით, გზის რეაბილიტაციაზს შპს "მამისონი" ახორციელებს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.